top of page
Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

ქეით უინსლეტის მორიგი ფილმი მეორე მსოფლიო ომზე

  • Writer: Salo Dvalishvili
    Salo Dvalishvili
  • Jan 4
  • 1 min read

საომარი ბიოპიკი Lee მოგვითხრობს ყოფილი ამერიკელი მოდელის შესახებ, რომელიც 1930-იან წლებში ევროპაში გადავიდა საცხოვრებლად და ფოტოგრაფობას მიჰყო ხელი. მეორე მსოფლიო ომის დროს ის პირდაპირ ომის წინახაზიდან გვევლინება ბრიტანული ვოგის ფოტოკორესპონდენტად, ომის დასრულების შემდეგ კი ნაცისტების ჩადენილი დანაშაულებების ვიზუალური მტკიცებულების მამატიანეა.


ფილმი ბიოგრაფიული შინაარსისაა, თუმცა ქეით უინსლეტი ლი მილერის როლში, გარანტია იმისა, რომ ერთ წუთსაც ვერ მოიწყენთ, ომის საშინელებას სრულად შეიგრძნობთ და ყველაზე ამაღელვებელ და ემოციურ ორ საათს გაატარებთ ეკრანებთან. სწორედ ამიტომაც, უინსლეტი წარდგენილია ოქროს გლობუსზე ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულების გამო. იმედი მაქვს, რომ ოსკარზეც მისცემენ დამსახურებულ ნომინაციას.


P.S. წელს გლობუსზე ინგლისის ვარდი ორი ნომინაციითა წარმოდგენილი. გარდა ლი მილერის როლის უზადოდ მორგებისა, ქეითი იბრძვის ქალის მთავარ კატეგორიაში HBO-ს სერიალ "რეჟიმში" დიქტატორის როლის შესრულების გამო.


 
 
 

Comments


Single post: Blog_Single_Post_Widget
bottom of page