0.5 სიცარიელე, რომელსაც ალკოჰოლი ავსებს
- Salo Dvalishvili
- Jun 5, 2021
- 1 min read
Updated: Mar 26, 2022
მინდა გესაუბროთ ოსკაროსან დანიურ ფილმზე "Another Round".
ოთხი მეგობარი გადაწყვეტს საკუთარ თავზე შეამოწმონ იმ თეორიის მართებულობა, რომლის თანახმად ყველდღიურად ალკოჰოლის გარკვეული დოზის მიღება, მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.
ალკოჰოლზე იმდენად არ არის ეს ფილმი რამდენადაც ადამიანის მარტოსულობაზეა. იმაზე რომ ადამიანი მუდმივად ბავშვია და უბრალოდ სოციუმი აიძულებს რომ ასე არ იყოს. შუა ხნის ასაკის კრიზისი და კიდევ ბევრი დამთრგუნველი ფაქტორი მას ცხოვრებაში საკუთარ ადგილს აკარგვინებს, ინერტულს ხდის და სულაც აღარ ცდილობს რაიმეს შეცვლას და საკუთარი თავის პოვნას.
ფილმში ნაჩვენებია თუ რამდენად განსხვავებულად შეიძლება იმოქმედოს ერთი და იგივე მოვლენამ სხვადასხვა ადამიანზე. ეს 0.5 სიცარიელე, რომელსაც თეორიის მიხედვით ალკოჰოლი ავსებს ალბათ ყველა ადამიანის გასავლელი გზაა საკუთარი თავის პოვნისაკენ. ზოგი ამას ვერ ახერხებს და სწორედ ალკოჰოლით ივსებს დანაკარგს, თუმცა ის რაც ერთს საერთოდ ღუპავს, მეორისთვის გადამრჩენია, სიცოცხლის ხალისს უბრუნებს და ბოლომდე ავსებს, პოულობს რა ბედნიერებას და ჰარმონიას.
მედს მიკელსენი უბრალოდ შეუდარებლად გადმოსცემს მისი პერსონაჟის ფიქრებსა და განცდებს. ფილმი კი დამსახურებულადაა ოქროს გლობუსის ნომინანტი. და ის საოცარი ცეკვის სცენა ფილმის დასასრულს...









Commentaires