top of page
Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

მეწყვილე დეტექტივები

  • Writer: Salo Dvalishvili
    Salo Dvalishvili
  • Jun 5, 2021
  • 1 min read

Updated: Mar 26, 2022

სკანდინავიური სერიალის ეს რიმეიქი ალბათ ერთადერთია,რომელმაც ორიგინალს აჯობა.დეტექტივი,რომლის მთავარი გმირები ჩახლართულ და იდუმალებით მოცულ საქმეებს იძიებენ,მაყურებლისთვის პირველივე ეპიზოდიდან მშობლიურები ხდებიან და ისინიც მათთან ერთად ერთვებიან გამოძიების ლაბირინთში.


სერიალი ძალიან საინტერესოა,მოდუნების საშუალებას არ იძლევა და ყოველი სერიის დასრულებისას მყისიერად მომდევნოს ყურების სურვილს გიჩენთ.ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ფილმი ჩემით არ მიპოვია და სხვისი რჩევა გავითვალისწინე.შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მთავარი როლის შემსრულებელი,მირეი ინოსი,დეტექტივი სარა ლინდენის განსახიერებისათვის ემიზე,ოქროს გლობუსზე და სხვა პრესტიჟულ ჯილდოებზე იყო ნომინირებული,ისევე როგორც სერიალი. იმდენად კარგი ნამუშევარია, რომ 8.3 მისთვის ძალიან დაბალი რეიტინგია,ბევრად მეტს იმსახურებს.


ლინდენისა და ჰოლდერის წყვილი საწყისი წუთებიდანვე ძალიან საყვარელი ხდება მაყურებლისთვის,ალბათ ერთი შეხედვით მათი რადიკალურად განსხვავებული ხასიათის გამო,თუმცა მალევე ვხვდებით რომ მათზე კარგად ერთმანეთს ვერავინ გაუგებდა.ძნელია ასე ბოლომდე ენდო ვინმეს და მანაც მიგიღოს ისეთი,როგორიც ხარ. ეს მომწონს ამ წყვილში.სევდიანი,დაკარგული და მარტოსული ორი ადამიანი, რომლებიც საქმეში ბოლომდე იძირებიან,რათა თავიანთ თავთან მარტო არ დარჩნენ... ჩემი რეკომენდაცია ამ ამერიკულ და კანადურ კოპროდუქციას











 
 
 

Comments


Single post: Blog_Single_Post_Widget
bottom of page