CODA და ტროი კოცური
- Salo Dvalishvili
- Mar 27, 2022
- 1 min read
CODA არის coming of age დრამა თინეიჯერი გოგონას შესახებ, რომელიც ერთადერთია ვისაც სმენა აქვს მთელს ოჯახში. იგი თევზჭერის ბიზნესშია ჩართული, რომლითაც მისი ოჯახი თავს ირჩენს. თუმცა მისი ნამდვილი მოწოდება სიმღერაა. სკოლის დამთავრებისას, რუბის მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს მუსიკის სიყვარულსა და მშობლების დატოვებას შორის.
ფილმი გაჯერებულია სენტიმენტალური მომენტებით. მსახიობთა თამაში ძალიან ემოციური და დამაჯერებელია, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი ნამდვილად სმენადაქვეითებულები არიან. სწორედ ამიტომ სურათი და მისი ქასთი მრავალ ჯილდოზე არიან წარდგენილები, რომელთა ნაწილი მოიგეს კიდეც.
პ.ს. ტროი კოცური ოსკარების ისტორიაში მეორე ყრუმუნჯი მსახიობია (ამავე ფილმში მონაწილე მარლი მეტლინის შემდეგ), რომელიც ოსკარზე წარადგინეს. ამ წელს მან უკვე თითქმის ყველა ჯილდო მოიგო რაზეც იყო წარდგენილი ამ ფილმისთვის. დიდი ალბათობით ოსკარსაც დაისაკუთრებს. მარლიმ საუკეთესო მსახიობი ქალისთვის „Children of a Lesser God“-თვის 1986 -ში აიღო ოსკარიდა დღემდე ერთადერთი ყრუ შემსრულებელია, რომელმაც მოიგო ეს პრემია,თანაც 21 წლის ასაკში, რაც მას ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულად აქცევს ამ კატეგორიაში.









Comments