top of page
Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

სევდის გამზიარებლის არ ყოლის სევდა

  • Writer: Salo Dvalishvili
    Salo Dvalishvili
  • Jun 5, 2021
  • 2 min read

The world to come კარგი ფილმია, მარტოობის სევდაზე. იმ სევდაზე რომლის გამზიარებელი არავინ გყავს. შენი აწმყო ყოველდღიური რუტინაა და ეს არც შეიცვლება. იცი რომ სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება. გინდა მეტი ისწავლო, გაიგო გარე სამყაროს შესახებ, მაგრამ ეს შეუძლებელია. როცა ზღვაც კი არასდროს გინახავს, როცა ატლასის ქონა შენი ყველაზე დიდი ოცნებაა, სანაცვლოდ კი ქმარი დაბადების დღეზე ქიშმიშს გჩუქნის... შენი ფუნქცია მხოლოდ ქმრისთვის კარგი ცოლობის გაწევა, ბავშვების გაჩენა და სოფლის მეურნეობის გამართვაა.


ესაა რეალობა რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ქალის ყოფას ასახავს. ამ დროს კი ჩნდება ადამიანი, რომელთანაც საერთოს აღმოაჩენ, სულიერ სიახლოვეს პოულობ და გიყვარდება. არა იმიტომ რომ ქმარი სასტიკი ან მოძალადეა, არა. უბრალოდ იმიტომ რომ მასთან შეგიძლია ისაუბრო, ან არ ისაუბრო, უბრალოდ უსმინო და მის სიახლოვეს ყოფნითაც ბედნიერი იყო. არ აქვს მნიშვნელობა ეს სიყვარული ერთი სქესის ადამიანებს შორის იბადება თუ განსხვავებულის, მთავარი გრძნობაა, რომელიც ასე მოულოდნელად და დაუკითხავად შემოიჭრება შენში. ვფიქრობ ფილმი მარტოობის სევდაზე, განუხორციელებელ სურვილებზე, არარეალიზებულ, ერთფეროვნებაში და დროში ჩაკარგულ ადამიანებზეა.


ფილმში მთავარ როლს კეტრინ უოთერსთონი ასრულებს, რომელმაც აბიგაილის გმირის განცდების ზედმიწევნით გადმოცემისთვის სტოკჰოლმის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მთავრი ჯილდო მოიპოვა. სწორედ მან შესთავაზა რეჟისორს ვანესა კირბის კანდიდატურა მისი პარტნიორის, ტალის განსასახიერებლად. დასანია რომ ამ ფილმის პრემიერა პანდემიისას 2020 წელს ვენეციის კინოფესტივალზე კირბის მეორე ფილმის Pieces of a woman - ის პარალელურად გაიმართა. ამიტომ ამ სურათს ნაკლები ყურადღება დაეთმო.


პ.ს. რეჟისორის მოთხოვნით ფილმისთვის რეალურად აშენდა ორი ფერმა რუმინეთის მთებში, რათა მსახიობები ცივილიზაციას მოწყვეტოდნენ და უკეთ შეეგრძნოთ გმირის განცდები. როდესაც მონა ფესტვოლდმა ეს როლი ქეთრინს შესთავაზა,ის ფეხმძიმედ იყო. რეჟისორს ისე ძალიან სურდა უოთერსთონი მთავარ როლში,რომ ერთი წელი დაელოდა.

სცენარი 15 წლის მანძილზე იწერებოდა, სწორედ ამიტომაა ყოველი ფრაზა მოზომილი და განსხვავებული. კეტრინ უოთერსთონის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ფილმის დასრულების შემდეგ სცენარი კიდევ ერთხელ წაიკითხა, რადგან ტექსტი და სიტყვები მართლაც რომ უნიკალურია.



















 
 
 

Comments


Single post: Blog_Single_Post_Widget
bottom of page