ოსკარები 2022
- Salo Dvalishvili
- Mar 27, 2022
- 1 min read
ამ ღამით ოსკარების გადაცემის ცერემონიალია და მოკლედ ჩემს ვარაუდებს შემოგთავაზებთ:
მთავარ მამაკაცის ჯილდო უილ სმიტს გადაეცემა King Richard-დან.
საუკეთესო ქალი მთავარ როლში მინდა ჩესტი გახდეს The Eyes of Tammy Faye-ში იდეალურად შესრულებული როლისთვის, შანსებიც ძალიან მაღალი აქვს, თუმცა კიდმანი სერიოზული მოწინააღმდეგეა. სხვა ქალებმაც ძლიერი პერფორმანსები დადეს, მაგრამ ბრძოლა მაინც ამ ორს შორის გაიმართება.
CODA-ს ტროი კოცური მეორეხარისხოვანი კაცის კატეგორიას იგებს, ნუ ამ ფილმს წლის საუკეთესო სურათის კატეგორიის მოგების შანსიც აქვს და მგონია რომ აჯობებს power of the dog-ს, რომელიც მისი მთავარი კონკურენტია.
საუკეთესო რეჟისორი power of the dog -ის ჯეინ კამპეონი გახდება.
მეორეხარისხოვან ქალს west side story-დან არინა დებოუსი იგებს.
ბესთ ორიგინალ სქრინფლეის Belfast-ს და licorice pizza-ს შორის აარჩევენ. ალბათ უფრო ამ უკანასკნელს მისცემენ, მაგრამ მე Belfast უფრო მომეწონა და გამიხარდება თუ გაიმარჯვებს.
საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმი იაპონური დრამა Drive My Car გახდება.
საუკეთესო ანიმაცია სავარაუდოდ Encanto იქნება.
აი სპეც და საუნდ ეფექტებში ვფიქრობ რომ Dune უკონკურენტოა.

Comments