top of page
Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

Meet me... in Montauk

  • Writer: Salo Dvalishvili
    Salo Dvalishvili
  • Dec 19, 2020
  • 1 min read

#დღისფილმი Eternal sunshine of the spotless mind მიშელ გონდრის ,,ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება" ერთი შეხედვით უაზრო და უშინაარსო ფილმი ყველა ნახვის შემდეგ სხვადასხვაგვარ ემოციას დაგიტოვებთ.ის მართლაც რომ უჩვეულოა, როგორც ქეით უინსლეტისა და ჯიმ კერის დუეტი. უბრალოდ კარგი ფილმია,რომელმაც დროს გაუძლო და ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის გამორჩეულად იქცა 💙


რა იქნებოდა, რომ შეგვეძლოს გონებიდან ჩვენთვის არასასურველი მოგონებების ამოშლა, ან ისეთი ადამიანებისა, რომელებმაც გული გვატკინა? ფილმის გმირებს შეუძლიათ ამოშალონ გონებიდან ყველაფერი ის, რაც მათ გულს ტკენთ - ურთიერთობები, დროის გარკვეული მომენტები და კონკრეტული ადამიანებიც კი. არის კი ეს ყველაფერი გამოსავალი? და იმართება თუ არა ყველაფერი გონებიდან? რაც შეეხება სიუჟეტის მიმდინარეობას, შეიძლება ცოტა გაწელილი მოგვეჩვენოთ, მაგრამ თითოეული დეტალი საყურადღებო და საგულისხმოა. თუ კი ასეთი მოწყობილობა შეიქმნება (ადამიანის ,,ნათელი და ბრწყინვალე" გონებისთვის მიუღწეველი ხომ არაფერია), ეს შეიძლება გახდეს საშიში და ყველა პიროვნებისთვის დიდი ცდუნების საგანი. ალბათ თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც ჰქონია ისეთი შემთხვევა, როცა დიდი სიამოვნებით მოვისვრიდით ტვინის ნაგავსაყრელზე კონკრეტულ ადამიანებს, მაგრამ საგულისხმოა ერთი მომენტი, შესაძლებელია კი გრძნობის დავიწყება? რა თქმა უნდა არა... ფილმის უმთავრესი ღირსებაც სწორედ ის არის, რომ სიყვარული, როგორც ადამიანის უდიდესი გრძნობა და ღირსება ხელშეუხებელია, არანაირ თანამედროვე ტექნოლოგიას არ შეუძლია დაამარცხოს ის. რამდენჯერაც უნდა ვცადოთ გონებიდან ჩვენი საყვარელი ადამიანის ამოშლა, ის ჩვენს გულს ისევ თავიდან შეუყვარდება და ასე განუწყვეტლივ...


ქეით უინსლეტი ამ როლით ოსკარზე,ბაფტაზე და გლობუსზე იყო წარდგენილი. ჯიმ კერი კი გლობუსზე. ფილმს უმარავი ნომინაცია ჰქონდა სხვადასხვა დაჯილდოვებაზე. მისმა ორიგინალურმა სცენარმა კი ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო - ოსკარი მოიპოვა.



















 
 
 

Comments


Single post: Blog_Single_Post_Widget
bottom of page