ნატალი პორტმანის სარეჟისორო დებიუტი
- Salo Dvalishvili
- Oct 17, 2018
- 1 min read
ჩემთვის პირადად ძალიან ემოციური იყო ნატალი პორტმანის სარეჟისორო დებიუტი. ფილმი,რომელიც ეფუძნება ებრაელი ავტორის, ამოს ოზის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებს.ფილმში ნაჩვენებია გაერთანებული ერების მიერ ისრაელის აღიარება,მისი დამოუკიდებლობის პირველი წლები. ასევე სირთულეები რომელიც სამოქალაქო იმის პერიოდში მწერლის ოჯახმა და სრულიად ქვეყანამ გადაიტანა. ისტორიული ხაზი მეტად მნიშვნელოვანს ხდის ფილმს ებრაელთათვის.
გარდა ამისა უნდა აღინიშნოს ნატალის უზადო შესრულება,მისი როგორ რეჟისორის ხედვა და შესანიშნავი ოპერატორული ნამუშევარი. მწერალს განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა დედასთან. ცალკე ხაზგასასმელია დიალოგების სიღრმე, რომელიც დედა-შვილს შორის მუდმივად მიმდინარეობს.ჩემი აზრით ეს დაბალბიუჯეტიანი პროექტი წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს.





Comments