ეტვუდის აღიარებული ნაწარმოების კიდევ უფრო წარმატებული ეკანიზაცია
- Salo Dvalishvili
- Apr 13, 2018
- 1 min read
The Handmaid's Tale არის პულიცერის პრემიის ლაურეატ, მარგარეტ ეტვუდის წიგნზე დაფუძნებული სერიალი,რომელიც მოგვითხრობს ირეალური სამყაროს შესახებ,სადაც ტოტალიტარული მმართველობაა დამყარებული და ეს ყველაფერი მოულოდნელად, თვალის დახამხამებაში მოხდა. დემოკრატიული ქვეყანა მყისიერად იქცა დიქტატურულ სახელმწიფოდ,სადაც საყიდლებზე მიმავალი ქალაქის შუაგულში, კედელზე ჩამომხრჩვალ ადამიანებს გადააწყდებით,სადაც ქალები უუფლებო მონების დონეზე არიან დაყვანილნი და მათ ერთადერთ დანიშნულებად მხოლოდ გამრავლების ბიოლოგიურ ფუნქციას აღიარებენ. სადაც საზოგადოების ჩვეულებრივ წევრებს, შემდგარ მოქალაქეებს,მხოლოდ იმიტომ რომ შვილის ყოლა შეუძლიათ, მონად აქცევენ და უშვილო ოჯახებში მსახურებად ანაწილებენ. მათი უმთავრესი ამოცანა ამ ოჯახის უფროსისაგან დაფეხმძიმებაა. სერიალის ყურებისას ხვდები თუ რა მცირე ნაბიჯია მშვიდი ყოფიდან შიშისა და დიქტატის ქვეშ ცხოვრებამდე.ეს ყველაფერი მოხდება მაშინ თუ ხალხი არ შეიმჩნევს, არ გააპროტესტებს, არ დაიცავს საკუთარ უფლებებს. სწორედ "მე არ მეხებას" პრინციპით ცხოვრება მიგვიყვანს მსგავს მოცემულობამდე. სერიალი კიდევ უფრო იდეური გახდა ტრამპის მმართველობის პირობებში. 80-იან წლებში შექმნილი ნაწარმოები იმ პოლიტიკის ადეკვატურია,რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია ატარებს. სწორედ ამიტომ არ დარჩენილა იგი მაყურებლისა და კრიტიკოსების ყურადღების მიღმა. ცალკე ხაზგასასმელია ქასთის შესანიშნავი თამაში. ელიზაბეტ მოსმა მიუხედავად ხანგრძლივი კარიერისა, მაინც ჯუნის როლით მოიპოვა საყოველთაო აღიარება. აღსანიშნავია მსახიობების მიერ ანტაგონისტი გმირების ხასიათის ზედმიწევნით ზუსტად გადმოცემის მცდელობა, რაც მართლა კარგად გამოსდით ჯოზეფ ფაინსს, ივონე სტრახოვსკის და ენ დაუდს. ეგაა მიზეზი რომ წელს სერიალმა ემის და სხვა პრესტიჟული დაჯილდოვებების საუკეთესო კატეგორიები მოიგო. სულშიჩამწვდომი საუნდტრეკები კი ტკივილამდე მიგიყვანთ და სრული სიცხადით დაგანახებთ რომ მსგავს სიტუაციაში აღმოჩენისას უსუსურობის განცდაა ყველაზე ძლიერი და მან შეიძლება დაგიმორჩილოთ თუ თქვენს თავში არ აღმოაჩენთ სულ მცირეოდენ იმედს,იმედს მომავლისას, რაც ავტომატურად ძალას მოგცემთ არ დანებდეთ და იბრძოლოთ სისტემის წინააღმდეგ. ეს ერთი შეხედვით შეუძლებელი სჩანს მაგრამ ერთად დგომით, სავსებით მიღწევადია.
Комментарии