OLIVE KITTERIDGE
- Salo Dvalishvili
- Feb 17, 2018
- 1 min read
დღის ფილმი - OLIVE KITTERIDGE უფრო სწორად მინი სერიალია, 4 ეპიზოდით. უხეში, თითქოს გრძნობებს მოკლებული ქალის, ოლივიას მაგალითზე ნაჩვენებია მარტოსული ადამიანის ცხოვრების გზა: აუსრულებელი მიზნები, დამარხული ოცნებები, ბედს შეგუებული ქალის ყოველდღური რუტინა, მარტოობა, ამ ცხოვრებიდან გაქცევის სურვილი, შემდეგ გადარჩენა... ზოგადად ცხოვრებაზეა ფილმი. სპოილერები არ მინდა მოგაწოდოთ, თუმცა სერიალის ნახვისას სულით და ხორცით შეიგრძნობთ ადამიანის ბუნებას, ამა თუ იმ სიტუაციაში მისი ქცევის მიზეზს.
ფილმის დასაწყისში თითქმის საძულველი პერსონაჟი, პროცესში თანაგრძნობას იწვევს, მისი ქცევის ახსნას ცდილობთ, უფრო სწორად არც ცდილობთ, ხვდებით ყველაფრის მიზეზს, ბოლოს კი გიყვარდებათ. გიყვარდებათ არა მარტო ოლივია, არამედ ყველა ქვრივი, შვილის სიყვარულს მოკლებული დედა, რძლის სნობიზმისგან გულმოკლული დედამთილი, მეზობლისგან გაკიცხული თავნება და უხასიათო მოხუცი. ზოგადად ადამიანი გიყვარდებათ.... ამ ჟანრში ერთ ერთი საუკეთესო სერიალია, თუ არა საუკეთესო. ფრენსის მაკდორმანდის შესრულება კი - არაამქვეყნიური.
Comments