top of page
Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

სამი ბილბორდი სინდისის საზღვართან

  • Writer: Salo Dvalishvili
    Salo Dvalishvili
  • Jan 16, 2018
  • 2 min read

მარტინ მაკდონაჰს შავი კომედიების სცენარის წერა კარგად რომ გამოსდის ახალი ამბავი არაა. ამის დასტურად მისი სამი ყველაზე ცნობილი ფილმი შეგვიძლია დავასახელოთ Seven Psychopaths, In Bruges და Six Shooter. ბოლო ორი ფილმისთვის სხვა პრემიებთან ერთად ის აკადემიის ჯილდოზეც იყო წარდგენილი, უკანასკნელი ფილმის გადაღებისთვის კი ოსკარიც გადასცეს. მაკდონაჰი ფილმებს სამწლიანი ინტერვალით იღებს, თუმცა ეს ლოდინი ამად ღირს. წელს მან მსოფლიო კინომანებს ახალი ნამუშევარი წარუდგინა, ესაა ფილმი Three Billboards Outside Ebbing, Missouri / სამი ბილბორდი ებინგის საზღვართან,მისური, რომელიც კომედია სულაც არაა.

ფილმი მოგვითხრობს სასოწარკვეთილ დედაზე, რომელიც სამართლის აღდგენას საკუთარი ძალებით ცდილობს, რადგან საზოგადოებამ მისი ტკივილი დაივიწყა, პოლიცია უმნიშვნელო საქმეებითა და წვრილმან ხულიგნებთან რასისტული გარჩევებითაა დაკავებული. სწორედ ამიტომ ქალი წყვეტს თავად გააკეთოს მცირედი, რათა ირგვლივ მყოფები გამოაფხიზლოს, თემას აქტუალურობა დაუბრუნოს და მედიას და ადგილობრივ მცხოვრებლებს თავი მუდმივად შეახსენოს. ფრენსის მაკდორმანდის გასაოცარი თამაში ფილმს უზომო ხიბლს სძენს. ეს ქალი საოცრებებს სჩადის. წუთის პირველ ნახევარში შეუძლია ძალიან დრამატული იყოს, მეორე ნახევარში კი იუმორნარევი რეპლიკებით გაახალისოს მაყურებელი. სწორედ ეს შავი იუმორი, ლავირება, მიზანსწრაფულობა, შეუპოვრობა და საკუთარი საქმისადმი ერთგულება ჰქმნის მის პერსონაჟს ასე მომხიბლავს. ვფიქრობ წელს მაკდორმანდი კარიერაში მეორე ოსკარს გამოჰკრავს ხელს.

აღსანიშნავია ფილმში მონაწილე სხვა მსახიობები: ვუდი ჰარილსონი და სემ როქველი. ამ უკანასკნელის თამაში მართლაც რომ უმაღლესი კლასისაა. ფილმის დასაწყისში მაყურებლის წინაშე წარსდგება უსუსური პოლიციელი, რომელიც ყველაფერთან ერთად სასტიკი ადამიანი და ამავდროულად დედიკოს ბიჭია, რომელსაც არა თუ პრინციპები, მცირედი მორალური ღირებულებებიც კი არ გააჩნია. შესაბამისად ის მაყურებელში უარყოფით ემოციებს იწვევს. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად კი პერსონაჟის ხასიათი და დამოკიდებულება მოცემული რეალობის მიმართ ისეთი ადეკვატური ხდება, რომ მის მიმართ ზიზღი, თანაგრძნობაში და შესაძლოა მოწონებაშიც კი გადაგეზარდოთ. რეჟისორის ამ ჩანაფიქრის შესრულებას მისი უზადო სამსახიობო ხელოვნებით ხელს უწყობს სემ როქველი, რომელიც მართლაც რომ აღფრთოვანების ღირს შესრულებას დებს „სამ ბილბორდში“.

სწორად შერჩეული სამსახიობო ანსამბლით, დღეს დღეობით მსოფლიოში აქტუალური თემის წინ წამოწევით და მართლაც რომ შესანიშნავი სცენარით, აღნიშნულ ფილმს ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალზე ფურორის მოხდენის ყველა შანსი აქვს. ოქროს გლობუსის დაჯილდოვებაზე ფილმმა ოთხი მთავარი კატეგორია მოიგო, ასევე მოპოვებული აქვს სხვა უამრავი ჯილდო, დაჯილდოვებების სეზონი კი სულ ახლახანს დაიწყო. თუმცა ფილმი ამ ჯილდოების გარეშეც ახერხებს კინომანებში ემოციათა გამის გამოწვევას, რომელიც მისი მიმდინარეობისას იცვლება, საერთო ჯამში კი კინოთეატრიდან გამოსული მაყურებელი ნასიამოვნებია და კიდევ უფრო მეტს ფიქრობს გარშემო გამეფებულ სისასტიკეზე, იმაზე რომ ყველა ჩვენგანს შეუძლია მცირედი ქცევით არსებული რეალობის შეცვლა და რომ ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანად უნდა დარჩე.

 
 
 

Commentaires


Single post: Blog_Single_Post_Widget
bottom of page