top of page
Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

Time's Up და ოქროს გლობუსი

  • Writer: Salo Dvalishvili
    Salo Dvalishvili
  • Jan 8, 2018
  • 2 min read

გუშინ ლოს ანჯელესში ოქროს გლობუსის რიგით 75-ე დაჯილდოვება გაიმართა. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ყურადღების ცენტრში იყო წითელი ხალიჩა და მასზე მოსიარულე ვარსკვლავები, თუმცა ამის მიზეზი მრავალფეროვანი კაბები და დიზაინერული სახლების შედევრები არ ყოფილა. მიწვეული სტუმრების უმეტესობა ცერემონიაზე შავი სამოსით წარსდგა. ამ ჟესტს ნატალი პორტმანის, ჯესიკა ჩესტეინის და კიდევ უამრავი ქალის მიერ ინიცირებულმა კამპანიამ დაუდო სათავე, რითაც ქალებისადმი ძალადობას გაემიჯნენ. ინიციატივა მამაკაცებმაც გაიზიარეს, სწორედ ამიტომ გუშინ წითელ ხალიჩაზე ტრენდული შავი ფერი იყო.

თავად დაჯილდოვებაზე ის შეიძლება ითქვას რომ, ის პროგნოზის მიხედვით წარიმართა. ოქროს გლობუსი მოიპოვეს საკუთარი კატეგორიის ისეთმა უპირობო ლიდერებმა, როგორებიც იყვნენ ჯეიმს ფრანკო, გარი ოლდმენი, სირშა რონანი, ელისონ ჯენი, ნიკოლ კიდმანი, ალექსანდრე სკარსგარდი, აზიზ ანზარი, ელიზაბეტ მოსი, Lady Bird, Handmaid's Tale და Big Little Lies. ამ უკანასკნელმა ოთხი გლობუსი მოიგო, მათ შორის მინი სერიალში ქალის მთავარი და მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის და ასევე საუკეთესო მინი სერიალის კატეგორიაში.

უცხოენოვანი ფილმის სექციაში გამარჯვებული ფათიხ აკინის In the Fade გახდა. დაიან კრუგერმა ამ როლის შესრულებისათვის შარშან კანში ოქროს პალმის რტოც მოიპოვა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გერმანელი მსახიობი სათანადოდ დაფასებული არ იყო, ახალ კი კიდევ ერთხელ შეახსენა თავი კრიტიკოსებს. რეჟისორიც სწორედ კრუგერს მიიჩნევს სურათის წარმატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. ამ გამარჯვებით ფილმმა ოსკარისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. კატეგორიაში მის კონკურენტად, ამჟამად პოპულარული რუსი რეჟისორის, ანდრეი ზვიაგენცევის Loveless მიიჩნეოდა. თუმცა მან პოზიციები დათმო.

გუშინდელი დაჯილდოვება სენსაციებით არ გამოირჩეოდა. მცირედი მოულოდნელობა იყო საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში გილიერმო დელ ტოროს გამარჯვება ფილმისთვის The Shape of Water (ყველა ვარაუდობდ, რომ ნოლანი „დიუნკერკი”- სთვის დაფასდებოდა). უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფილმში ქალის მთავარი როლის შემსრულებელ სალი ჰოუკინსს გლობუსის მიღების სერიოზული შანსი ჰქონდა. თუმცა კატეგორია ფრენსის მაკდორმანთან წააგო. მიუხედავად სპილბერგის რეჟისორობისა და ვარსკვლავური შემადგენლობისა (სტრიპი, ჰენქსი) ყურადღების მიღმა დარჩა „The Post“ და 6 ნომინაციიდან, შინ ვერც ერთი წაიღო. ეს გასაკვირი სულაც არაა, რადგან მათ მიერ ნაჩვენები ისტორია „ცუდ დროს“ მოხვდა დაჯილდოვებებზე, ახლა ხომ მოდური „ვაინშტაინები“ და მისნაირებისგან ჩაგრული ქალებია?

უნდა აღინიშნოს, რომ გუშინდელ ცერემონიალს ლეიტმოტივად გასდევდა ფემინისტური განცხადებები: ის რომ დრო ამოიწურა, რომ ამ ინდუსტრიაში და ზოგადად ყველგან, ქალების ჩაგვრა უნდა დასრულდეს და თუ ასეთი რამ მაინც ხდება, მსხვერპლს ხმის ამოღების და საუბრის არ უნდა ეშინოდეს. მიუხედავად გამარჯვებული ფილმების სიძლიერისა, სწორედ ამ ფაქტორებმა შეუწყვეს ხელი ისეთი სურათების და მათში მონაწილე მსახიობების წარმატებას, სადაც მსგავსი თემატიკა დომინირებდა.

ცერემონიის წამყვან, სეტ მეიერსს, სუსტის ჩაგვრა უყურადღებოდ არ დაუტოვებია და მაყურებელს და დამსწრე საზოგადოებას თავიდანვე შეახსენა სპეისის და ვაინშტაინის „გმირობები“, რაც რა თქმა უნდა ხუმრობების სახით იყო გადმოცემული. გამარჯვებული ქალებისა თუ მამაკაცების სამადლობელი სიტყვის ძირითადი თემაც ეს იყო. სესილ დე მილის ჯილდოს წლევანდელი ადრესატის, ოპრა უინფრის სიტყვაც მეტად ემოციური და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი. სულ ეს იყო. მე პირადად წარდგენილი სერიალების და ფილმების უმეტესი ნაწილი ნანახი მაქვს, თუმცა ორი კატეგორია: საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო დრამა ვერ გამოვიცანი. ძალიან მაინტერესებს Three Billboards Outside Ebbing, Missouri-ს ნახვა, რომელმაც ოთხი ოქროს გლობუსი მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო დრამის, სცენარის, დრამაში ქალის მთავარი და მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლების საუკეთესოდ შესრულებისთვის.

P.S. ოქროს გლობუსს ოსკარის რეპეტიციად მიიჩნევენ, თუმცა ხშირია შემთხვევები როდესაც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებს და ოქროს კაცუნას იმათ არ მიაკუთვნებს, ვისაც ორიოდე თვის წინ გლობუსი გადასცა.

댓글


Single post: Blog_Single_Post_Widget
bottom of page