top of page
Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

ლომი ინდოეთიდან

  • Writer: Salo Dvalishvili
    Salo Dvalishvili
  • Dec 10, 2017
  • 1 min read

კინოსურათი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. სულაც არ მიკვირს საუკეთესო ფილმის კატეგორიაში რომ წარადგინეს შარშანდელ დაჯილდოვებებზე. დევ პატელი "სლამდოგის" მერე მართლა საოცრად გაზრდილა. ნიკოლი,რუნი... სულში ჩამწვდომი შესრულება აქვთ. ძალიან მომეწონა.

თვითონ ფილმი უზომოდ დამთრგუნველია. პატარა სარუს მიერ მატარებლის ბაქანზე დაკარგვიდან უკვე ზრდასრულ ასაკში მშობლიურ სოფელში დაბრუნებამდე განვლილი გზა, მეტად ემოციურია. წარსულის რამოდენიმე მოგონება ბავშვის ფსიქიკაში ისე იბეჭდება რომ გაზრდილსაც კი მოსვენებას უკარგავს. სწორედ ეს მოგონებები აღმოჩნდა გასაღები, სწორედ ამ მოგონებებს უნდა ვუმადლოდეთ მთავარი გმირის მიზანსწრაფულობას იპოვოს საკუთარი ფესვები,საკუთარი სოფელი და საკუთარი ოჯახი...

ალეგორიები ფილმში ნაკლებადაა. ძირითადი აქცენტი იმაზეა გადატანილი,რომ ინდოეთში წელიწადში ასეულობით ბავშვი იკარგება და სარუს კონკრეტული ისტორია შეიძლება ამ სტატიატიკის განზოგადებად განვიხილოთ. დევისმა ამ ფილმით,ფაქტის სიმწვავის ხაზგასმა მოახდინა. საკმაოდ დაბალანსებული და ხარიახიანი ნამუშევარია. ნიკოლის შესრულებაც ძალიან მომეწონა. რუნი კი ეპიზოდშია,მაგრამ ტკბილი და ჰაეროვანია რაღაცნაირად. მოკლედ ჯამში მართლა კარგი ფილმი გამოვიდა. გარს დევისმა,როგორც რეჟისორმა,სერიოზული სამუშაო გასწია მსახიობებთან და ზოგადად მაქიმალურად იდენტურად გადმოსცა მოვლენები... იგი რეკლამის სფეროში ნამუშევარი რეჟისორია,ეს ფილმი კი დიდ კინოში მისი პირველი სიტყვა იყო, რომელიც ნამდვილად ხმამაღალი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

P.S. დევისის მომდევნო პროექტი "მარიამ მაგდალინელი"-ა, სადაც მთავარ როლზე რუნი მარა მიიწვია. მისი თქმით მარას პერსონაჟს "ლომში" საკმარისად დიდი დრო არ დაეთმო, ამიტომ რუნის გარდასახვის სანახავად, მაყურებელს მისი ბოლო ფილმის პრემიერაზე

იწვევს.

.

留言


Single post: Blog_Single_Post_Widget
bottom of page