top of page
Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

ოცნება თუ პრაგმატიკა?!

  • Writer: Salo Dvalishvili
    Salo Dvalishvili
  • Dec 7, 2017
  • 1 min read

მიუზიკლები დიდად არ მომწონს, თუმცა ფილმი LA LA LAND - ი გამონაკლისია.ხასხასა ფერები და ფანტაზიის სამყარო შერწყმულია 40-იანი წლების სტილთან.რაიანი და ემა გასაოცრად ასრულებენ თავ-თავიანთ როლებს,მათ შორის იგრძნობა ქიმია,რაც ჩემი აზრით ფილმის წარმატების ერთ ერთი მთავარი ფაქტორია.წყვილი სწორადაა შერჩეული, ისინი უნიკალურები არიან როგორც ინდივიდუალურ სცენებში, ასევე დუეტში.რეჟისორ დამიენ შიზელის თქმით, მას სურდა კლასიკური ჰოლივუდური წყვილი და გოსლინგი-სთოუნის დუეტი იდელური გამოდგა.

სურათი სავსეა მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით.მელოდიების უმეტესობა,გარდა მთავარი თემისა ორკესტრის მიერ სრულდება.რაიანი პიანინოზე დაკვრაში სამი თვის მანძილზე,დღეში 4 საათი ვარჯიშობდა. კასტის დანარჩენი წევრები კი ამ დროის მანძილზე საცეკვაო ნომრების რეპეტიციით იყვნენ დაკავებულნი.

ფილმი შეიძლება ოდნავ გაწელილი მოგეჩვენოთ, რადგან პირველ ნაწილში სიუჟეტის განვითარება არ სჩანს და ძირითადად კადრში მხოლოდ ორი გმირია,თუმცა მეორე ნაწილი უფრო დინამიურია. დასასრული კი საოცარი.ორიგინალურადაა დადგმული ნომრები და ნახვისას მაყურებელი სხვა სამყაროში გადაჰყავს.თუმცა რამანწიკის ხაზი მაინც მთავარია.

აღსანიშნავია დილემა, მისდიო შენს ოცნებებს თუ მოერგო რეალობას. ფილმის მთავარი გმირები ცდილობენ ერთად აიხდინონ სურვილები,დაგეგმონ მომავალი და იყვნენ ბედნიერები, თუმცა ყველაფერი ერთ პაკეტში არ არის ხოლმე...

პ.ს. ფილმის ნახვის შემდეგ ვფიქრობ რომ გლობუსის შვიდივე და ოსკარის ექვსივე ქანდაკება დამსახურებულია.რაიანი და ემა კი იმ წარმატებისაკენ,რომელიც ამ ფილმმა უკვე მოუტანა, დიდხანს მიდიოდნენ.

Comments


Single post: Blog_Single_Post_Widget
bottom of page