ბლოგი გულწრფელობაზე
- Salo Dvalishvili
- Dec 8, 2017
- 2 min read
ვფიქრობდი რა სათაური შემერჩია ამ ბლოგისთვის. ბლოგიც არ შეიძლება ეწოდოს პრინციპში. კინო მოყვარულებისათვის, რომლებსაც მუდმივი შეხება აქვთ მიმდინარე კინოსიახლეებთან, თითქმის უწყვეტ რეჟიმში უყურებენ ფილმებს და ადევნებენ თვალს სელებრითების ცხოვრებას, უცხო არ იქნება ჩემი კითხვა.
არჩეულმა სათაურმა "ბლოგი გულწრფელობაზე" ამ კითხვის დასმა მომანდომა: რომელიმე მსახიობი თუ დაგსიზმრებიათ და რა შინაარსის იყო ეგ სიზმარი? :))) მე ორი ღამეა გადაბმულად მესიზმრება შარლიზ ტერონი. ჩემს სიზმრებში ყოფილან ტომ ჰიდლსტონი,რუნი მარა,ქეით ბლანშეტი,ნატალი პორტმანი,ჯესიკა ქეპშოუ (არიზონა გრეიდან), მაიკლ ფასბენდერი,ჯუდ ლოუ, რაიან გოსლინგი, ახალგაზრდა ლეო და რალფ ფაინსი.ნუ სიზმრების შინაარსი არ მახსოვს ან არ მინდა საჯარო გავხადო:))) მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ის ერთი იყო,რომელიც ფაქტიურად ისე განვითარდა რომ სერიალის სახე მიიღო.
ჰოდა იმ ღამეს მესიზმრება მე, ფასბი, ალისია და რუნი სადღაც ღამის კლუბში ვართ. ნუ ალისია ჯერ არ გამოჩენილა და ფასბი რუნის ეფლირტავება, უცებ ვიკანდერი შემოდის და სიტუაციიდან თავის დასაღწევად რუნი იძახის მე ჩემს ბოიფრენდს ველოდებიო. მაშინ მარა ფენიქსთან არ იყო და ყველამ ჩარლი მაკდაუელზე გაიფიქრა. ნუ მერე ერთად ვიყავით დასასვენებლად რომელიღაცა საზღვაო კურორტზე. აი ფილმებში რომ ხდება ყველაფერი ისე იყო რა. გეფიცებით, მართლა დამესიზმრა,თან რამდენჯერმე. ასე აუხდა ჩემი სიზმარი ალისიას და ზღვისპირა კურორტზე დაქორწინდა მაიკლზე:)
იმ პერიოდში მალიკის "Song To Song"-ის გამოსვლას ველოდებოდი, თან ვიკანდერმა ოსკარი აიღო. იმის თქმა მინდა, რომ ჩემი სიზმრის ყველა მთავარი გმირი იმ პერიოდის ტოპ სიახლეებში იყო,შესაბამისად ქვეცნობიერის ამბავიცაა და არა მარტო გადაღლილობის. სიზმრები ხომ ჩვენი ქვეცნობიერის რეაგირებაა სხვადასხვა მოვლენებზე. ყველა ვხედავთ სიზმრებს, მაგრამ 90 პროცენტი გვავიწყდება.შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თუ რა ძლიერი შთაბეჭდილების მომხდენი და რა "სერიოზული მნიშვნელობის" იყო ეს სიზმარი ჩემთვის, ასე დეტალურად რომ მახსოვს :)
ჩემი დაკვირვება და დასკვნები ვერ იქნება ახალი, ამიტომაც არ შევედრები კარლ იუნგს ან ზიგმუნდ ფროიდს და არ შევეცდები სიზმრის ფენომენის ახსნას,თუმცა განვმეორდები და ვიტყვი რომ სიზმარი შემთხვევითი რამ არ არის და ის ასოციაციურად უკავშირდება გადატანილ ფიქრებს, პრობლემებს, დადებით თუ უარყოფით ემოციებს. აქედან გამომდინარე, დასასრულს ჩემს კითხვას სხვა ფორმულირებას მივცემ: თქვენი ყველაზე "ფილმური" სიზმარი რა ყოფილა?
P.S.ფოტოები მაიკლის და ალისიას ქორწილის დღესაა გადაღებული

Comments