სერიიდან "1001 ფილმი რომელიც უნდა ნახო"
- Salo Dvalishvili
- Dec 8, 2017
- 1 min read
The Last Face - შონ პენის რეჟისურით გადაღებული ეს ფილმი ბევრ პრობლემას უსვამს ხაზს: ომს, მთელი მისი საშინელებით, ლტოლვილების ვერ დახმარებით გამოწვეულ უსუსურობის განცდას, გარესამყაროს გულგრილობას, ცალკეული პიროვნებების თავდადებას გაჭირვებაში მყოფი ადამიანებისათვის, როგორც ამ შემთვევაში ფილმის მთავარი გმირები, "ექიმები საზღვრებს გარეთ" აკეთებენ და კიდევ ბევრ რამეს. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ფილმი მაინც სიყვარულის ისტორიაა. დედამიწაზე თუ კიდევაა დარჩენილი ადამიანი, ვისაც შარლიზ ტერონი არ უყვარს შონ პენი ამ ფილმით მას, ამ საოცრებას შეაყვარებს. ახლო კადრები, საოცარი ესთეტურობით გადმოცემული სცენები გაფიქრებინებთ,რომ შარლიზი თავად სიყვარულის და სილამაზის განსახიერებაა. ამ ყველაფერს ემატება მისი და ხავიერ ბარდემის არაერთხელ აღიარებული ნიჭიერება, ემოციების გადმოცემის ღვთით ბოძებული უნარი და შესანიშნავი საუნდტრეკები, რაც საერთო ჯამში ფილმს საკმაოდ კარგს ხდის.
ოსკაროსნებით დახუნძლულ ფილმს პუბლიკა 2017 წლის კანის კინოფესტივალზე დიდი ოვაციებით არ შეხვედრია, თუმცა არაერთი შემთხვევა გვახსოვს იმისა,რომ ფესტივალზე დაწუნებული ფილმები კინომანების გულებში გამორჩეულ ადგილს იკავებენ. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ტერენს მალიკის "Tree of Life", რომელსაც მოგვიანებით უფრო დეტალურად განვიხილავ.
P.S. აშკარად იგრძნობა რომ ფილმის გადაღების პროცესში შონი შარლიზზე უზომოდ იყო შეყვარებული.
P.P.S. სხვათა შორის შონმა და შარილიზმა ერთ წელს, 2003 წელს გაიმარჯვეს ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალზე საუკეთესო ქალი მსახიობისა და საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიებში
Comments