top of page
Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
Search

უბრალოდ დიანა სპენსერი

  • Writer: Salo Dvalishvili
    Salo Dvalishvili
  • Mar 27, 2022
  • 1 min read

როგორც ჩანს პაბლო ლარაინს ისტორიული დრამები უყვარს და ცდილობს ქალის პერსპექტივიდან დაგვანახოს ესა თუ ის მოვლენა. მისი ერთ ერთი გამორჩეული ფილმ "ჯეკი"-ს მსგავსად, რომელსაც როგორც "სპენსერ"-ს, მთავარი გმირის სახელი ჰქვია, რეჟისორი აქცენტს აქაც არა იმდენად ფაქტებზე და ისტორიულ მოვლენებზე, არამედ მთავარი გმირის განცდებზე და შინაგან ბრძოლებზე აკეთებს. სურათში მოქმედება მიმდინარეობს 1991 წლის საშობაო არდადაგებზე, რომელსაც პრინცესა დიანა სამეფო ოჯახთან ერთად ატარებს. სწორედ ეს სამი დღე და იქ განვითარებული მოვლენები (მათ შორის ჩარლზის მიერ კამილასთვის ისეთივე საჩუქრის ყიდვა რაც დიანას გადასცა), აღმოჩნდება კატალიზატორი დიანას მიერ განქორწინების გადაწყვეტილების მიღებაში. ალბათ სპენსერიც ამიტომ ჰქვია ფილმს, პრინცესა ცდილობს გაექცეს სამეფო ოჯახს და იმ მარწუხებს რომელშიც ჩარლზის ცოლობის დროს იყო მომწყვდეული და საბოლოოდ გახდეს ის ვინც მანამდე იყო, უბრალოდ დიანა სპენსერი. ფილმი მრავალ ჯილდოზე იყო წარდგენილი, მათ შორის საუკეთესო ქალის ნომინაციებშიც. ვფიქრობ კრისტენ სტიურტის გამოძერწილი ლედი დი, ნამდვილად დასამახსოვრებელი და გამორჩეულია მისი წინა გმირებისგან განსხვავებით და დარწმუნებული ვარ ოსკარის ნომინაციაც გარანტირებული აქვს. რაც შეეხება მოგებას, საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ჰყავს ოლივია კოლმენის, პენელოპე კრუზისა,ჯესიკა ჩესტეინის და ნიკოლ კიდმანის სახით. P.S. ლარაინის "ჯეკი"-თ ნატალი უამრავ ჯილდოზე, მათ შორის ოსკარზე იყო წარდგენილი. ვნახოთ როგორ იმუშავებს პაბლოს ფაქტორი კრისტენზე









 
 
 

Comments


Single post: Blog_Single_Post_Widget
bottom of page