top of page
Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
Search

რამდენად კურნავს დრო ყველაფერს?!

  • Writer: Salo Dvalishvili
    Salo Dvalishvili
  • Jan 9, 2021
  • 2 min read

უნგრელი რეჟისორისა და სცენარისტის პირადი ტრაგედიის ამსახველი ფილმი Pieces of a Woman, რომლის პროდიუსერი თავად მარტინ სკორსეზეა, გვიჩვენებს ახალგაზრდა ქალის ცხოვრების დრამატულ მონაკვეთს. ახალშობილის დაკარგვით გამოწვეული დეპრესია და უიმედობის განცდა, სიცოცხლის სურვილის დაკარგვა, ტრაგედიასთან გამკლავების პირადი გზა და ოჯახის წევრებთან გაუცხოვება, ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რომლის ჩვენამდე მოტანას ფილმის მთავარი გმირის შემსრულებელი და ჩემი პირადი აღმოჩენა, ვანესა კირბი ცდილობს. მისი ეს მცდელობა არათუ წარმატებული, არამედ ზედმეტად სულშიჩამწვდომი და ამაღელვებელია.


ფილმის საწყისი სცენა რომელიც 24 წუთი გრძელდება, გვიჩვენებს მარტას მშობიარობის სცენას, რომელიც ერთ კადრადაა გადაღებული და ბავშვის გარდაცვალებით სრულდება. სურათის დარჩენილი ნაწილი, როგორც უკვე აღვნიშნე ამ ფაქტით გამოწვეულ შინაგან ბრძოლებსა და ფილმის მთავარ გმირებს შორის ურთიერთობის დაძაბვაზე მოგვითხრობსა. ესაა სასოწარკვეთილი ქალის სურვილი ოჯახის წევრებისაგან განსხვავებულად მიიღოს ის რაც მოხდა, სხვაგვარად იგლოვოს და საკუთარი შეხედულებისამებრ იმოქმედოს. ამ რთულ მოგზაურობაში ის თითქოს მარტოა, მაგრამ ამავდროულად ყველა მისი ახლობელი თავისებურად ცდილობს მარტას გვერდით დგომას: დედა, რომელიც ებრაელია და გერმანელების ჰოლოკოსტს სასწაულებრივად სწორედ მისი დედის წყალობით გადაურჩა, პარტნიორი, რომელიც ცდილობს მარტა აალაპარაკოს, რათა ამ დარდმა ის შიგნიდან არ შეჭამოს და და, რომლის ზარებს ის მუდმივად გაურბის. თუმცა ეს გზა მაინც მისი გასავლელია...


ამ ფილმის ნამდვილი მარგალიტი ვანესა კირბი ყველა ზემოთ ჩამოთვლილ განცდებს: ტკივილს,უიმედობას,მარტოსულობას,სიბრაზეს,უსუსურობას და პატებას იუველირის სიზუსტით გადმოგვცემს. მის შესრულებაში არაფერია ზედმეტი ან ყალბი, ის ფილმის ნამდვილი მარგალიტია. სწორედ ამიტომ დაფასდა მისი თამაში ვენეციის კინოფესტივალზე სპეციალური პრიზით ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. სწორედ ამიტომაა იგი წლევანდელი ყველა დაჯილდოების მთავარი ფავორიტი.


მიუხედავად სხვა სავარაუდო ნომინანტების მიმართ ჩემი სიმპატიისა და მათ მიერ შესანიშნავად განსახიერებული როლებისა, ვაღიარებ რომ ვანესა ერთი თავით მაღლა დგას ყველა მათგანზე და თუ კინო აკადემიის წევრები მოდურ ტენდენციებსა და სხვადასხვა წნეხს გაუძლებენ, ოსკარზე ის უკონკურენტო უნდა იყოს. ყველა სავარაუდო ნომინანტის თამაში ვნახე, მართლაც გამორჩეულები არიან ფრენსის მაკდორმანდი, ქეით უინსლეტი, კერი მულიგანი,ვაიოლა დევისი,სოფი ლორენი, მერილ სტრიპი, მიშელ ფაიფერი, ემი ადამსი, რაშიდა ჯონსი. მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ ეს წელი ვანესა კირბის დამსახურებული აღიარების წელი იქნება. აღსანიშნავია რომ მისთვის ეს პირველი მთავარი როლია. ნეტფლიქსის ჰიტში „THE CROWN“ -ში უზადოდ შესრულებული პრინცესა მარგარიტის როლისთვის მან უკვე მოიგო ბაფტა და წარდგენილი იყო ემის ნომინაციაზე.


ხაზგასასმელია ფილმში მთავარი გმირის დედის, ელენ ბერსთინის შესანიშნავი თამაში. კრიტიკოსები მას ქალის მეორეხარისხოვანი როლის ნომინაციებს უწინასწარმეტყველებენ. თუ ასე მოხდება ის იქნება ოსკარის ისტორიაში ყველაზე ხანდასმული ნომინანტი 88 წლის ასაკში. თუმცა სხვა უამრავ ჯილდოსთან ერთად, მას უკვე აქვს ერთი ოსკარი და ექვსი ნომინაცია.











 
 
 

コメント


Single post: Blog_Single_Post_Widget
bottom of page